ნათია თურნავა: ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს

„სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბაკურიანში გამართული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს მრავალი მსგავსი პროექტის განხორციელება კურორტის გასავითარებლად. „იმისთვის, რომ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რასაც მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება ჰქვია, გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა – ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია და ა.შ. ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
2023 წელს ბაკურიანში თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.
2018 წლის მაისში  საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები