ნათია თურნავა ივლისში ვიზიტორების კლებას 20 ივნისის მოვლენებს უკავშირებს

პირველი ექვსი თვე ქვეყანა ვითარდებოდა ძალიან სწრაფად, ტურისტული ინდუსტრიაც ვითარდებოდა გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე წინა წელს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმისა აეროპორტებში მგზავრთნაკადების სტატისტიკასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორში წლიური დაახლოებით 20 პროცენტიანი ზრდა იყო დაგეგმილი.
„ივლისის სურათი, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული, რადგან 20 ივნისის მოვლენები იყო წყალგამყოფი, როდესაც ჩვენი აღმასვლა და დადებითი ტენდენცია ძალიან სერიოზულად დაზიანდა. ივლისის სტატისტიკა უკვე გვიჩვენებს, ამ თვალსაზრისით საკმაოდ შემცირებულ ზრდის ტემპებს და მათ შორის, თუნდაც აეროპორტების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში ვიზიტორების კლება დაფიქსირდა, რისი მიზეზიც 20 ივნისის მოვლენების ნეგატიური როლია.
„ივლისში არის ვიზიტორების კლება, რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდი ნეგატიური როლი შეასრულა 20 ივნისის მოვლენებმა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები