ბათუმში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საპენსიო სააგენტო გასვლით შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო სახის პრეზენტაცია გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტებმა რეფორმის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე სიახლეებს, დაინტერესდნენ საინვესტიციო პროცესის დაწყებითა და რისკის სტრუქტურის სამოქმედო გეგმით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კალკულატორის მეშვეობით, საპროგნოზო პენსიაც გამოითვალეს; ასევე, მიიღეს ინფორმაცია, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ დროისათვის, 860 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, აკუმულირებული თანხა კი 320 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები