ნათია თურნავა: ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება

“ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
„ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურის იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. რასაკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინებმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, ჩვენ ეკონომიკური რეფორმებით ვამყარებთ ეკონომიკურ განვითარებას, მივიჩნევთ, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები