შოთა გულბანი: გადასახადებისგან თავის არიდება ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ მკაცრად ისჯება და ცხადია, არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს

“გადასახადებისგან თავის არიდება ნებისმიერ ქვეყანაში სკამოდ მკაცრად ისჯება და ცხადია, არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს”, – ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უწყებამ გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და, შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა კორუფციის ნიშნები და ამ ბიზნესმენების შესაძლო გარიგებები კონკრეტულ ჩინოვნიკებთან.
,,იმ ფონზე, როცა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საგადასახადო ადმინისტრირების ბარიერების გამარტივების თვალსაზრისით, სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. გადასახადებისგან თავის არიდება ნებისმიერ ქვეყანაში სკამოდ მკაცრად ისჯება და ცხადია, არც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს; მით უმეტეს, როცა საუბარია 100 მილიონის ყალბი აქტივის გამოყენებაზე და, შესაბამისად, ამ მოცულობის დანაკლისზე ბიუჯეტისთვის, საგამოძიებო უწყებებს მსგავსი მასშტაბის თაღლითური სქემა ვერ გამოეპარებოდათ. მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა კორუფციის ნიშნები და ამ ბიზნესმენების შესაძლო გარიგებები კონკრეტულ ჩინოვნიკებთან. მსგავსი თაღლითური სქემებით ზიანდება ბიუჯეტი და, შესაბამისად, რიგითი გადასახადის გადამხდელი. სწორედ ამიტომ, საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირებაც უნდა იყოს შესაბამისი”, – წერს შოთა გულბანი.

ექსპერტი მიიჩნევს, ასეთი საქმეების გახსნა იქნება მაგალითი როგორც არაკეთილსინდისიერი, ისე – კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები