ამირან სალუქვაძე: „რუსთავი 2″-ის 25 წლიანი არქივი 200 ათასად და ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომდე 6 დღით ადრე, ე.ი. წაგების მოლოდინი იყო

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე წერს:

„რ2-თან დაკავშირებით არ ვრეაგირებ ხოლმე, ერთი გარკვეული მიზეზის გამო. თვითონ იციან თავიანთი საქმე, მაგრამ პაატა სალიას დღევანდელ ბრიფინგს გამოვეხმაურები, ძირითადად რ2-ის არქივის გამო და, რაღამც თემას შევეხები, ერთ-ორ მოსაზრებასაც დავაფიქსირებ.

დავიწყებ არქივის თემით, რომელსაც დღევანდელი გადაცემების რესპოდენტები არ იმჩნევენ. ტელევიზიის მთავარი საგანძური არის მისი არქივი. აბა, ჟურნალისტებს, აპარატურას, შენობას, ლიცენზიას, ყველაფერს იყიდი.

თუმცა, როგორც ჩანს, არქივიც მარტივად იყიდება, თან ჩალის ფასად. წარმოგიდგენიათ, „რუსთავი 2″-ის 25 წლიანი არქივი, რამდენ რაიმეს ინახავს და სულ რაღაც 200 ათასად, ისიც ბარტერის გზით?!

ეს ყველაფერი ხდება სტრასბურგის სასამართლომდე 6 დღით ადრე. ე.ი. წაგების მოლოდინი იყო. დანარჩენი ლირიკა და პოლიტიკაა.

სხვა რა, ვალებით რომ იყო სავსე, ყველამ ვიცოდით. დავალიანებები სხვა ტელევიზიებსაც აქვთ, ალბათ. მეორე მხარეა, როგორ გროვდება ეს დავალიანებები სხვადასხვა ტელევიზიებში და ადგილი აქვს თუ არა მაქინაციებს.

ასეთი დავალიანებების დროს 300-500 ათასიანი ხელფასებია გასაკვირი. თუ ტვ ბიზნესია, მაშინ ქამარიც შემოსავლებიდან გამომდინარე უნდა შემოიჭირო

ორი დირექტორი დავალიენებების შესახებ აკეთებენ განცხადებებს. ახალი ამბობს 70 მილიონიაო. ძველმა მეც დამხვდა 30 მილიონიო. 70 მლნ არ უარყო. ე.ი. 30 მლნ დახვდა, 7 წელში 40 მლნ დაამატა. სად წავიდა, რას მოხმარდა, ვინ იცის. მერე სახელმწიფომ უნდა ჩამოაწეროს?!

კითხვებს სვამენ ვინ უნდა იყიდოს ასეთი დავალიანებით ტელევიზია, ვის სჭირდებაო? ლეგიტიმური კითხვაა. თუმცა, იგივე კითხვის შემოტრიალება შეიძლება, – თქვენ რისთვის გჭირდებათ, თუ ტელევიზია ვალებში იხრჩობა და ბიზნესი არ გამოდის?

ცნობილია ვინც აფინანსებდა ამ ბოლოს, ჰოდა, თუ მოგება არ ჰქონდა, რატომ ყრიდა ფულს, მაზოხიზმია?

ერთი რამ ვიცი, თავისუფალი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზია ყველას გვჭირდება. ოღონდ, ყველასგან თავისუფალი და ყველასგან დამოუკიდებელი, კრიტიკული და არა ნეგატიური, კრიტიკული და არა აგრესიული, განმანათლებელი და არა…

მოკლედ, ჩემი ერთი პოსტი ამ რეალობას ვერ შეცვლის. ჩავლილი მატარებელია. ისე, ხომ გახსოვთ იმედი როგორ დაუბრუნდა მესაკუთრეს? თუ ხალვაში არ მოგწონდათ, დროზე იყო იმათთვის დასაბრუნებელი, ვინც უფრო მოგწონდათ. არქივი კი უნდა უნდა ეკუთვნოდეს რ2-ს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები