საბაჟო გამშვებ პუნქტში “მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11 აგვისტოს  საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (30 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები