გია აბაშიძე: ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს

0

“ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთი ებრაული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
“ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!
იარაღით უკანონო ვაჭრობა, საერთაშორისო კორუფციული გარიგებები დღეს კვლავ გააქტიურდა ისრაელის მედიაში.
ეს არის დღევანდელი სტატია.
2016 წელს ისრაელში სამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ კორუფციულ საქმეს იძიებდნენ, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიგურირებდა. მაშინ გამოცემა “ჰაარეცი” წერდა, როგორ დაკითხეს ისრაელში ყოფილი გენერალი გალ ჰირში და მას, სხვა ბრალდებებთან ერთად, დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემა ედება ბრალად.
დღეს უკვე გამოცემა „მარკერი“ წერს, რომ გალ ჰირში კეზერაშვილის მრჩეველი იყო. ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები კორუფციულ გარიგებებში ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით!
თუ ქართველი სამართალდამცავები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, კეზერაშვილის ექსტრადირება გარდაუვალი იქნება!
არადა, მას ისრაელში აუცილებლად გაასამართლებენ!
P.S. ამ დროს კეზერაშვილი, თურმე, აქ ახალი ტელევიზიას ხსნის! “დაგუგლეთ” მაინც, რაც წერს დღესაც მსოფლიო მედია კეზერაშვილზე?!”, – წერს აბაშიძე და სტატიის ბმულს აქვეყნებს.
https://www.themarker.com/law/.premium-1.7659325?&ts=_1565603900394&fbclid=IwAR2KPpy4YP3R8WS9FguIsx5_xJs0TXt0kKBY8UT5SVkNo5XuKwo18_jVj3k#article-comments

კომენტარები

კომენტარი