რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში? – კითხვას YanAir Airlines-ი აჭარული ხაჭაპურისა და ლიმონათ “ზედაზენის” ფოტოთი პასუხობს

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, Facebook-ის გვერდზე საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს წარწერით: “ალბათ, ამ ფოტოს შემდეგ აღარ გაჩნდება ისეთი კითხვები, როგორიცაა – “რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში”.
ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური და, ასევე, საქართველოში წარმოებული ქართული ლიმონათი – სს “ქართული ლუდის კომპანიის მიერ” ჩამოსხმული ლიმონათი “ზედაზენი”, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადი ლიმონათია.
აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს და ცდილობს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მოახდინოს და უკრაინელები საქართველოში დასვენებით დააინტერესოს. ავიაკომპანია, ხშირად, სოციალური ქსელებით ქართული კულინარიის პროპაგანდასაც ეწევა.
ცნობილია, რამდენიმე დღის წინ YanAir Airlines-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა 16, 18, 23 და 26 აგვისტოს. ფრენა აეროპორტ “ბორისპოლიდან“ ადგილობრივი დროით 08:30 საათზე განხორციელდება. ამ დროისათვის, YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებს და სულ მალე დამატებით 4 რეისს შეასრულებს.
“უკრაინელებში აჭარაში დასვენების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული სეზონის ბოლოს ბათუმის მიმართულებით ავიარეისები დავამატოთ. ზაფხულის პიკურ პერიოდში ავიაბილეთების ფასები არ გაგვიზრდია”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში. ®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები