ბათუმში “ვითიბი ბანკის” ახალი ფილიალი გაიხსნა

0

ბათუმში “ვითიბი ბანკის” ახალი ფილიალი გაიხსნა.
ფილიალი ნიკოლოზ ბარათაშვილის 31/ფარნავაზ მეფის 55 ნომერში  მდებარეობს. აღნიშნული ფილიალი ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ჩაანაცვლებს, რომელიც, ამ დროისთვის, აღარ ფუნქციონირებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ფილიალში მდებარეობს ვიდეობანკის ზონა, ასევე, პრემიუმ კლიენტების მომსახურების სივრცე.
“ვითიბი ბანკი” საქართველოში 33 წერტილით არის წარმოდგენილი.
“ვითიბი ბანკი” “ვითიბის” საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს “ვითიბი ჯგუფის” ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. “ვითიბი ჯგუფის” უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
R

კომენტარები

კომენტარი