ბარსელონაში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ

ბარსელონაში, ჩხუბის დროს, მოკლულ 30 წლის საქართველოს მოქალაქეს, სამშობლოში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.
ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბარსელონაში, საქართველოს საკონსულო ადგილობრივ სამართალადამცავებთან, ასევე მოკლულის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაში იმყოფება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ინციდენტი ლა მინას უბანში 11 აგვისტოს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი დანით დაჭრეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩხუბში სულ ოთხი მამაკაცი მონაწილეობდა. მათგან რამდენიმე დაჭრილია. ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები