პეტრო პოროშენკო ქვეყნის საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მივიდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ქვეყნის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში დაკითხვაზე მივიდა.
უწყებასთან ყოფილ პრეზიდენტს მომხრეები და ვაჟი – მიხეილი დახვდნენ.
პოროშენკოს დაკითხვა ტელეარხ „პრიამოის“ ყიდვის დროს გადასახადებისგან თავის, შესაძლო, არიდებას უკავშირდება.
საგამოძიებო უწყებაში ეს პოროშენკოს დაბარების პირველი შემთხვევა არ არის.
25 ივლისს ის ქარხანა „კუზნიცა დლია რიბაცკოის“ გაყიდვის საქმეზე გამოიკითხა.
უწყებაში აცხადებენ, რომ პოროშენკო 11 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ამ საქმეებზე პოროშენკო მოწმის სტატუსით იკითხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები