დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები