პოლიციამ ოჯახში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თბილისში 1 პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ,,კვირას”  შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეუღლეს – 1980 წელს დაბადებულ ლ.წ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამართალდამცველებმა გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 5 აბი.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები