ნიკა გვარამია: არ დავემორჩილები განაჩენს, ან პატიმრობა ან თავისუფლება

არ გადავიხდი არანაირ გირაოს, დავარღვევ ყველაფერს, არ დავემორჩილები განაჩენს, ან პატიმრობა ან თავისუფლება, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქურდობა და კორუფცია არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ის არასდროს გადაკვეთს.

“ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით მინდა დავამტკიცო, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და არ იპარავდე. ამიტომ მაქვცს ასეთი მწვავე რეაქცია წარდგენილ ბრალზე, რადგან არაკორუფციულობა არის ჩემი მორალური ხერხემალი”, – განაცხადა გვარამიამ.

მან მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება დაადანაშაულია, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაიხსენა, სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა დღევანდელი ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა.

გვარმიამ პროკურატურის მიერ მის მიმართ წარდგენილ ბრლაში პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და მისი კაპიტულაციის ჩაბარების პირობა, საჯაროდ დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები