გია ვოლსკი ნიკა გვარამიას საქმეზე: კონკრეტული დანაშაულის შინაარსის განხილვის ნაცვლად პოლიტიკურ ბრალდებებზე საუბრობენ

“ნიკა გვარამიას თემაზე ჩვენი ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, თუმცა ისინი ძალიან იშვიათად საუბრობენ ბრალდების შინაარსზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის შესახებ განაცხადა.
„ოპონენტებმა ერთი განცხადებაც რომ არ გამოაქვეყნონ, წინასწარ იცის ყველამ ტექსტი, სადაც აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილი, იქნება პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი და არცერთი სიტყვა ითქმება იმაზე, რამდენად არის დაცული მტკიცებულებების სტანდარტი. არ შეიძლება, უგულებელვყოთ ის, რომ ძალიან საყურადღებოა, როცა ამ კრიმინალთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე არიან ცნობილი, მათ შორის, გვარამია და ამ თემაზე კონკრეტული დანაშაულის საკითხი ყოველთვის რჩება ყურადღების მიღმა, რაც არასწორია. ამ საკითხზე განცხადებები, რომლებსაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს და წინასწარ ვიცით, რაზე იქნება ბრალდებები, მაგრამ ძალიან იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები