სალია გვარამიას დაბარებაზე: თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო

“წარვადგინე განცხადება, სადაც მივუთითე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე. გარკვეულ საკითხებში მე თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში საქმე ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და მენეჯმენტს ისე არ მიჰყავდა კომპანიიის საქმიანობა, როგორც უნდა მიჰყავდეს”, – ამის შესახებ “რუსთავი2-ის” დირექტორმა, პაატა სალიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც გენერალურ პროკურატურაში ნიკა გვარამია ბრალის წარსადგენად დაიბარეს.
“დოკუმენტების გაცნობის შემდგომ, მე წარვადგინე განცხადება, სადაც მივუთითე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე. დანაშაულს მე ვერ დავადგენდი, მოგეხსენებათ და ჩემი განცხადება იყო, ძირითადად, ზოგადი. გარკვეულ საკითხებში მე თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში საქმე ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და მენეჯმენტს ისე არ მიჰყავდა კომპანიის საქმიანობა, როგორც კეთილსინდისიერ მენეჯერს უნდა მიჰყავდეს. შესაბამისად, მე, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვალდებული ვიყავი, როგორც ახალი დირექტორი, ამის თაობაზე მეცნობებინა შესაბამისი ორგანოებისათვის. როგორც მოისმინეთ, გამოძიება მიმდინარეობს. დღეს ბრალის წაეყენა ნიკა გვარამიას და პროკურატურაშია დაბარებული.
დანარჩენ დეტალებზე მეც ტელევიზიიდან გავიგე. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ ციფრებსა და ფაქტებს – გარკვეული თემები ჩემთვისაც ნაცნობი იყო, მაგალითად, ბინებთან დაკავშირებით.
გარემოებები, რაც მოვისმინეთ, რომ კომპანიიის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ კომპანიიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორს ნიკა გვარამიას, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ “რუსთავი 2-ის” მიმართ კომპანიის მიერ საზიანო გარიგებაა დადებული”, – განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია პროკურატურაში ბრალდების წარსადგენად დაიბარეს – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები