“ვალის ხელშეკრულება მაქვს “ინტერმედიასთან” – ნიკა გვარამია გენერალური პროკურატურის განცხადებას პასუხობს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალური პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ის ასეთ “სამარცხვინობას” ნამდვილად არ ელოდა.
„კვირა“ გვარამიას “ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ.
„აი, მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.
ვალის ხელშეკრულება მაქვს “ინტერმედიასთან” და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქედან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია “ინტერმედიაში” და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ, როგორ არ გიხსენებიათ?
ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.
ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მოგი***ავ, ბიძინა ივანიშვილო. ხო “გაგაფარჩაკე” 7 წელს, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას, პირადად. გპირდები“, – დაწერა გვარამიამ.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალი კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე წარედგინება.
გვარამია უწყებაში დღეს, 19:00 საათზეა დაბარებული. ამის შემდეგ გენერალური პროკურატურა სასამართლოს გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები