გრიგოლ ვაშაძე: საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველომ 2008 წლის 7 აგვისტოს სამხედრო მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების დასაცავად დაიწყო.
“საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის შეფასებით, 7 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ეს დღე ოპოზიციაზე თავდასხმისთვის გამოიყენა.
„გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო – 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ადამიანი  ამ თარიღს იმისთვის გამოიყენებდა, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ „თვალსაჩინო“ პირებმა ეს თარიღი გამოიყენეს, რომ საარჩევნო კამპანია დაეწყოთ, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრებინათ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები