გია აბაშიძე – „სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ “ამოსუნთქულმა” მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს”

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აგვისტოს ომის თემა ჩარჩოში მოაქცია, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების მაშინდელი მოქმედებების შეფასება ან ნებისმიერი კრიტიკა უდრის “ქვეყნის ღალატს”.
„სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ “ამოსუნთქულმა” მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს! სინამდვილეში, საკმაოდ ძვირი გადაიხადა საქართველომ „ამოსუნთქვაში”. უნდა ითქვას, რომ “ნაცმოძისთვის” რუსული საფრთხე იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების საშუალებად. რეალურად კი  არავინ ისე ეფექტურად არ შეუწყო ხელი რუსულ ოკუპაციას, როგორც სააკაშვილის პროვოკაციულმა პოლიტიკამ”, – მიიჩნევს აბაშიძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდი, პრაქტიკულად, შემოუძღვა 2008 წელს საქართველოში რუსულ არმიას და შემდეგ, ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, ხელი მოაწერა საერთაშორისო რეზოლუციას, რომლის შესახებაც საზოგადებისთვის მაშინ ნაკლებად იყო ცნობილი.
აბაშიძეს მხედველობაში აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), 2008 წლის ოქტომბრის მე-5 პუნქტი: “ქართველი სამხედროების მიერ2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე, ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ სიტუაცია ღია დაფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა”. სააკაშვილის “ამოსუნთქულებმა” დროულად არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს აგრესიის შეჩერებისმოთხოვნით, საერთაშორისო საზოგადოებამ კი მიიღო ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც, ასევე, მძიმედ აღწერს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები