გიორგი თავდგირიძე: ომი წააგეს, ტერიტორიები დაკარგეს, თავი არ გაწირეს, მოვალეობის მოხდაზე უარი თქვეს, ქვეყნის მართვა მიატოვეს, ჯარი მიაგდეს
ომი წააგეს, ტერიტორიები დაკარგეს, თავი არ გაწირეს, მოვალეობის მოხდაზე უარი თქვეს, ქვეყნის მართვა მიატოვეს, ჯარი მიაგდეს, მშვიდობიანი მოსახლეობა არ გახსენებიათ, დაჭრილები გაწირეს, დაღუპულებს პატივი არ მიაგეს და კიდე გამოდიან და იბრიქებიან,- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2008 წელს რაც მოხდა პასუხისმგებლობა მმართველს პარტიას, ,,ნაციონალურ მოძრაობას” ეკისრება.
,,ომი წააგეს, ტერიტორიები დაკარგეს, თავი არ გაწირეს, მოვალეობის მოხდაზე უარი თქვეს, ქვეყნის მართვა მიატოვეს, ჯარი მიაგდეს, მშვიდობიანი მოსახლეობა არ გახსენებიათ, დაჭრილები გაწირეს, დაღუპულებს პატივი არ მიაგეს და კიდე გამოდიან და იბრიქებიან. ვინც რა უნდა თქვას თავდახრილი იდექით და მოინანიეთ. თქვენ აღარ გამოსწორდებით, აღარც შანსი მოგეცემათ, მაგრამ ბრაზი იქნებ გაუნელდეს ხალხს. პ.ს. რაც ზემოთ ჩამოვთვალე არცერთი პუტინზე არ იყო დამოკიდებული, მხოლოდ თქვენზე და ეს თქვენ გააკეთეთ. ნაცებს ვგულისხმობ, 2008 წელს, მმართველ პარტიას,”- წერს გიორგი თავდგირიძე.