საქართველოში რუსი ტურისტების შემცირების ფონზე, ტურისტულ ბიზნესში ჩართული პირები საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ

საქართველოში სასტუმროების, სასტუმრო სახლების, კვების ობიექტებისა და სხვა ტურისტული მომსახურებით დაკავებული პირები რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების, ასევე, რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლის აკრძალვის გამო, მნიშნელოვან ზარალს განიცდიან.
ჯავშნების გაუქმების გამო, სხვა ტურისტულ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას ვეძებთ, – ყაზბეგში მცირე სასტუმროს მეპატრონე “იოშე ყაზბეგს“ სტეფანწმინდაში 2 მცირე სასტუმრო აქვთ – 5-და 8-ნომრიანი.
კომპანია არ არის ერთადერთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელსაც რუსეთიდან ტურისტების შემცირებამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.
„იოშე ყაზბეგის“ სასტუმროებში რუსეთიდან ჯავშნები გაუქმდა არა მხოლოდ ივლისის, არამედ მომდევნო თვეებზეც.
კომპანიის ხელმძღვანელი მარი ბერიშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან ფრენების შეჩერებამ ამ ქვეყნიდან ჯავშნების რაოდენობის შემცირების პროცესს დაუდო სათავე. მისი თქმით, შემოვლითი გზით საქართველოში ჩამოსვლა ბევრ ტურისტს ხარჯებს მნიშვნელოვნად უძვირებს, ამასთან ისინი მგზავრობაში დაგეგმილზე ბევრად დიდ დროს ატარებენ, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან, საკუთარ გეგმებს გადახედონ. მარი ბერიშვილის განცხადებით, სექტემბერში სასტუმროები რუსეთიდან ტურისტების იმედად იყვნენ. მისი თქმით, ჯავშნების გაუქმების გამო კომპანია სხვა ტურისტულ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას ეძებს.
„ყაზბეგში სხვა სასტუმროებსაც მოაკლდათ ტურისტები. თუკი შარშან ამ დროს სასტუმროები თითქმის სრულად იყო დატვირთული, წელს ასე არ არის. რა იქნება შემოდგომას, წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა “იოშე ყაზბეგის“ მეპატრონემ.
რუსი ტურისტების გარეშე სასტუმროს შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, თელავის მცირე სასტუმროს მეპატრონე ბოლო წლებში კახეთში ღვინის ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებამ განსაკუთრებით გაზარდა მოთხოვნა მცირე სასტუმროებზე თელავსა და რეგიონის სხვა ქალაქებში. თელავის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო „არგე“ მფლობელებმა რუსეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით ააშენეს. 20 ივნისის მოვლენებმა მათ გეგმებში სასტუმროს განვითარების შესახებ ცვლილება შეიტანა.
სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელის ელენე პაპუნაშვილის განცხადებით, რუსი ტურისტების გარეშე სასტუმროს შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, შედეგად, მათ არა მხოლოდ ვერ მიიღეს პროგნოზირებული შემოსავალი, არამედ საბანკო სესხის გადახდის საფრთხის წინაშეც დადგნენ. ელენე პაპუნაშვილის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა სასტუმროს შემოსავლებზე.
„შემოსავლები, რომლებსაც ჩვენ ველოდებოდით ამ სეზონზე განსაკუთრებით, რუსი ტურისტების მომსახურების სანაცვლოდ, გათვლილი იყო როგორც ბანკის სესხის გადასაფარად ასევე იმისათვის, რომ მოხმარებოდა სასტუმროს განვითარებას. ყველა ეს გეგმა, ფაქტობრივად შეჩერებულია. ტურისტული ბიზნესის 90 პროცენტი საბანკო სესხებითაა აწყობილი, – ქობულეთში სასტუმროს მეპატრონე ქობულეთში ტურისტული ბიზნესის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 90 პროცენტი, საბანკო სესხებითაა აწყობილი, რომლის გასტუმრებასაც ტურისტების, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი შემცირების გამო ვერ ვახერხებთ, – განაცხადა ქობულეთის მცირე სასტუმროს მფლობელმა რატი მეგრელიძემ.
მისი თქმით, მოსახლეობას მოლოდინი ჰქონდა, რომ ივლისსა და აგვისტოში შეძლებდა საკმარისი შემოსავლის მიღებას, რომ საბანკო ვალდებულება დაეფარა. ბევრი ბანკის სესხით ახალი სერვისების დაწყებას და ახალი ტურისტული სივრცის მოწყობას აპირებდა.
რატი მეგრელიძეს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან ფრენები შეაჩერა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა. სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ მას ჯავშნების დიდი ნაწილი გაუუქმდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც.
„ახლა ბევრი გამოდის და გვეუბნება, რომ ახალ ბაზრებზე გავიდეთ და ტურისტები სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ. ლამის 29 წელია ამ ბიზნესში ვარ და ახალი ბაზარი რა არის, არ ვიცი. საიდან უნდა შემოვიდეს მასობრივად ტურისტი, როგორც ეს მოხდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, არ ვიცი,“ – აღნიშნა რატი მეგრელიძემ. ქობულეთში,
მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სასტუმროების, სასტუმრო სახლების, კვების ობიექტების მეპატრონეები და სხვა ტურისტული მომსახურებით დაკავებული პირები მთავრობისგან ბანკებთან შუამდგომლობასა და საბანკო სესხების გადავადების საკითხში დახმარებას ითხოვდნენ.
ქეთი მელაძე – სარესტორნო ბიზნესს რუსეთიდან ჯავშნების გაუქმებით შემოსავალი 20-30 პროცენტით შეუმცირდა რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის კლებამ საქართველოში რესტორნების შემოსავალი საშუალოდ 20-30 პროცენტით შეამცირა, – განაცხადა სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის ხელმძღვანელმა ქეთი მელაძემ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ქორწილებისა და სხვადასხვა წვეულებების გადახდა რუსეთში „ტრენდული“ იყო, რის გამოც თბილისსა და სხვა ტურისტულ ცენტრებში რესტორნებს წინასწარი შეკვეთები ჰქონდათ სამომავლო წვეულებებზე რუსეთიდან. ქეთი მელაძის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჯავშნები რუსეთიდან სარესტორნო ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირდა, ზოგიერთ ტურისტულად აქტიურ რეგიონში შემოსავლის კლება უფრო მეტიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები