პრემიერმინისტრის აზრით, სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების სიჯანსაღეს ადასტურებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ლარის კურსთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯებით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების სიჯანსაღე დასტურდება. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები.
„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან შედარებით იყო გადაჭარბებული; აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ამისთვის აქვს ყველანაირი მექანიზმი”, – აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები