“ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები კიდევ უნდა გადადგას, რათა პრობლემა იქნეს მოხსნილი და მოგვარებული”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები კიდევ უნდა გადადგას, რათა საზოგადოებას​ წარმოუდგინოს გეგმა და ხედვა, როგორ შეიძლება, ეს პრობლემა იქნეს მოხსნილი და მოგვარებული.
“ზოგადად, ლარის კურსი ყველასთვის პრობლემაა და, შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც იქნა გადადგმული, მიმართულია დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები კიდევ უნდა გადადგას და საზოგადოებას​ წარმოუდგინოს გეგმა და ხედვა, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ეს პრობლემა იქნეს მოხსნილი და მოგვარებული.
ის, რომ დოლარმა დაიწყო გამყარება ლართან მიმართებით, ბევრი ფაქტორისგანაა გამოწვეული და არ შეიძლება, ეს დავაბრალოთ მხოლოდ ერთ მიმართულებას – ტურისტულ მიმართულებას; ყველა ფაქტორმა იქონია გავლენა, თუნდაც, მეზობელ ქვეყნებში და, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესმა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები