დავით ჭიჭინაძე: ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ლარის გაუფასურების სპეკულაციურ ფაქტორებსა და შედეგებზე საუბრობს.
ის ლარის გაუფასურების პროცესში სახელმწიფოს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია.
“ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ ყოვლისა, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე – თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობა. ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე დაგვანახა და ის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ენდობიან. არ იციან, ვის სად  ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასა​ც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი, პრაქტიკულად, გაორმაგდა. ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვთ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. სახელდება: ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი… მოკლედ, თავად არასოდეს არ არიან დამნაშავები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია. არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას  ამ ქვეყანაში, რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსის ცვალებადობასთან. ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება. ამიტომ, არ მგონია ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო პირიქით”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები