მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტისთვის პროკურატურის თემა კარგი არ არის, თუმცა ეს არ არის პროექტის დაბრკოლების მიზეზი

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ბუნებრივია, ანაკლიის პორტის პროექტისთვის კარგი ვერ იქნება, თუმცა ვიცე-პრემიერი არ ეთანხმება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, როცა პროექტის დაბრკოლებების მიზეზის ახსნას სწორედ მიმდინარე გამოძიებით ცდილობს.

„პროკურატურის თემა კარგი ვერ იქნება პროექტისთვის. არაფერი კარგი ამაში არ არის, მაგრამ როცა კონსორციუმი ამით ცდილობს პროექტის დაბრკოლების მიზეზების ახსნას, ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. პროექტის პრობლემები არ წარმოშობილა 2019 წლის იანვარში, ჩვენ 2018 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ვითარების წინაშე, როდესაც არათუ გადავადება გახდა საჭირო, არამედ ისეთი პრინციპულად ახალი და მნიშვნელოვანი პირობა იყო წაყენებული ბანკების მხრიდან, როგორიცაა კომერციული რისკების დაზღვევა, ისეთი ტიპის გარანტიების გაცემა, რომელზეც სახელმწიფო ვერ დათანხმდებოდა. ამიტომ, ეს საკითხი პროკურატურის ძიებასთან დაკავშირებული არ არის, ისევე, როგორც იმ 120 მილიონის მოძიება, რომელიც დამფძნებლების საკუთარი შენატანია პროექტში”,-აცხადებს ვიცე-პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები