ვახო ხუზმიაშვილი: კოლეგებო, ეს სანდო კაცი არ არის – თქვენც ისე მოგისვრით, რომ დასჭირდება, როგორც ჩვენ

ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზაზა ოქუაშვილი ახალი ტელევიზიის დაფინანსებას აპირებს, სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება:

„ჯერ „იბერიის“ თანამშრომლებს ხელფასები იქნებ გადაუხადოს, სასამართლო-სასამართლო რომ ატარებს. ფული ჰქონია და რას წუწუნებს, რომ არა აქვს და იმიტომ ვერ იხდის…

ჩემო კოლეგებო, ეს სანდო კაცი არ არის, თქვენც ისე მოგისვრით, რომ დასჭირდება, როგორც ჩვენ…“,- წერს ვახო ხუზმიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა გასულ წელს ტელეკომპანია “იბერია” დახურა და „ქართული ოცნება“ დევნასა და რეკეტში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიისთვის ფინანსების მოსაზიდად, ყველა მიმართულებით მუშაობს და აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობისთვის მზაობა ზაზა ოქუაშვილმაც გამოთქვა.

„ვმუშაობ ბევრი მიმართულებით. ყველასთან დავილაპარაკებ – მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით გაგრძელებული. სხვათა შორის, ზაზა ოქუაშვილს ნამდვილად ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები