სტამბოლი–ეკატერინბურგის ავიარეისზე, რუსეთის მოქალაქეებმა დებოში მოაწყვეს

თვითმფრინავში, რომელიც რეისს სტამბოლიდან ეკატერინბურგში ასრულებდა, რუსეთის მოქალაქეებმა სავარძლების გამო იჩხუბეს.
სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა.
თვითმხილველების თქმით, ჩხუბი ქალმა წამოიწყო, რომელსაც კაცი გამოესარჩლა. ამის მერე დებოშში კიდევ 5 მგზავრი ჩერთო.
მედიის ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე 3 პირი, რეისიდან მოხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები