რთველის სუბსიდირება წელსაც არ მოხდება
გასული წლის მსგავსად, მთავრობა რთველის სუბსიდირებას არც წელს აპირებს.
როგორც Kvira.ge -ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განუცხადეს, რთველის სუბსიდირება წელს არ მოხდება, თუმცა სახელმწიფოს მართვაში არსებულ საწარმო „აკურას“ გამოეყო 20 მილიონი ლარი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიხარჯება, თუ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე შეუსყიდავი ყურძენი კიდევ დარჩება. როგორც სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, მთავრობა ერთგვარ თადარიგს იჭერს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რთველის სუბსიდირებაზე უარი შარშან, 26 ივლისს განაცხადა.