“წითელ ხიდზე” არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი” არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ა.ბ.-სა და ფ.ა.ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები