რა გაძვირდა და რა გაიაფდა ერთი წლის განმავლობაში – რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა

2014 წლიდან დღემდე ეროვნული ვალუტა – ლარი, თითქმის, 60 %-ით გაუფასურდა. შესაბამისად, გაიზარდა ფასები თითქმის ყველა სახეობის ადგილობრივ თუ იმპორტირებულ პროდუქციაზე. ოფიციალური მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4.6 % შეადგინა.
რა გაძვირდა:
„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად – 29.1 %-ით თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა. მნიშვნელოვანი, 7.9 %-იანი ზრდაა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. 15 %-ით მოიმატა ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და თევზეულის ფასმა. 12.2 პროცენტით გაძვირდა პური და პურპროდუქტები. 9.2 %-ით გაძვირდა შაქარი, ჯემები და სხვა ტკბილეული. 6.9%-ით არის გაძვირებული ხორცი და ხორცის პროდუქტები. 6.5 %-ით მოიმატა კვერცხის,რძის და ყველის ფასმა. 4.2 %-ით არის გაზრდილი მინერალური და მტკნარი წყალი. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7 პროცენტი). 5.6 %-ით მოიმატა ფასებმა გართობა-დასვენებისა და კულტურის სფეროში. 3.5 %-ით მოიმატა ფასებმა ჯანდაცვის სფეროშიც.
რა გაიაფდა:
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ფასები შემცირებულია ხილზე და ისიც მხოლოდ 0.9 %-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები