კინოთეატრ „ამირანში”, “თი ბი სი სტატუსის” მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

კინოთეატრ „ამირანში”, “თი ბი სი სტატუსის” მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა 3 აგვისტოდან ბრუნდება.
„ამირანში” ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. “თი ბი სი სტატუსისა” და „ამირანის” ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.
3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე – თეო ხატიაშვილი ისაუბრებს.
​აფიშა: 3 აგვისტო – „კრიმინალური საკითხავი”; 4 აგვისტო – „ჯეკი ბრაუნი”; 5 აგვისტო – „უსახელო ნაბიჭვრები” და 6 აგვისტო – მოკალი ბილი (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2).​
კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტისა კი – 50 ლარი.
“თი ბი სი სტატუსის” მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები