სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ენისა და სიმღერების შემსწავლელი კურსის“ მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა ზვიად ტომარაძემ პრეზიდენტს პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს, თუმცა გასულ წლებში ფერეიდნელი ახალგაზრდები ქართულ ენას, სიმღერას, ცეკვას, ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას, ქართული კერძების მომზადებას ეუფლებოდნენ, წელს კი მხოლოდ ქართულ ენასა და ქართულ სიმღერას სწავლობენ.
​ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტის სასახლის ისტორიულ ნაწილში გამართულ შეხვედრაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და პრეზიდენტს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები