ლარი დოლართან მიმართებით 0.0422 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0422 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9296 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9718 ლარი ღირდა.
0.0799 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2328 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3127 ლარი იყო.