აშშ-ში „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს
აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის” წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ამ პროექტის განხორციელება ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას გააძლიერებს.
კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვები სანქციები დაუწესდებათ იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც გაზსადენის გაყვანაში მონაწილეობენ. სანქციები ემუქრებათ, ასევე, იმ იურიდიულ და ფიზიკური პირებს, რომლებიც „ჩრდილოეთი ნაკადი2-ის“ მშენებლობას ტექნოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენენ და დააზღვევენ მშენებლობაში მონაწილე გემებს.
კომიტეტში განხილვის შემდეგ დოკუმენტს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი. ბოლოს კი მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ შენებას აქტიურად ლობირებს გერმანია. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოსაზრებით, რუსეთის ენერგორესურსები გერმანიისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. მისი თქმით, ეს ეკონომიკური პროექტია და გერმანია არ აპირებს ვლადიმერ პუტინის ნებაზე სიარულს.