სპეციალისტები ლარის კურსის 2,8 ნიშნულზე დასტაბილურებას პროგნოზირებენ

საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტის“ ანალიტიკოსები ლარის კურსის 2,8 ნიშნულზე დასტაბილურებას პროგნოზირებენ. როგორც კომპანიის ანალიტიკოსი, ევა ბოჭორიშვილი აცხადებს, ლარის გაუფასურება ნეგატიურმა მოლოდინებმა და რუსი ტურისტების შემცირებამ გამოიწვია. ბოჭორიშვილის განმარტებით, ლარი 10-11 % პროცენტით იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ამას არსებული ეკონომიკური პარამეტრები აჩვენებს.
ბოჭორიშვილის მოსაზრებით, ლარის გაუფასურებაში გარკვეული წვლილი ეროვნულ ბანკსაც მიუძღვის, რომელმაც ბოლო თვეებში სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით, დაახლოებით, 200 მლნ.აშშ დოლარი შეიძინა.
დღეის მდგომარეობით, 1 ამერიკული დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში 2.97-3 ლარია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკი ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად 40 მლნ. აშშ დოლარის გაყიდვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები