ფინეთი რუს ტურისტებზე ვიზის გაცემას ამკაცრებს

ფინეთი 1-ელი სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემის წესს ამკაცრებს.
ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, 1-ელი სექტემბრიდან ფინეთის საელჩო მოსკოვში, ასევე, გენერალური საკონსულო სანქტ პეტერბურგში და ოფისები პეტროზავოდსკსა და მურმანსკში ვიზების გაცემის ევროკავშირის პოლიტიკას გაატარებენ.
ახალი წესის მიხედვით, ფინეთი ისეთივე დამატებით დოკუმენტებს მოითხოვს, რომელსაც შენგენის ზონის სხვა ქვეყნები.
რაც შეეხება რუს ტურისტებს – მათ დასჭირდებათ დეტალური ინფორმაცის წარდგენა მგზავრობის შესახებ, ასევე, ფინანსების დამადასტურებელი საბუთი – უკანასკნელი სამი თვის საბანკო ამონაწერი; სამუშაო ადგილიდან ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ანაზღაურების ოდენობა; ასევე, რუსეთში მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია.
იმ მოქალაქეებმა კი, რომლებსაც შენგენის ზონაში უძრავი ქონება აქვთ, ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები