ალასკაზე ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

აშშ-ის ალასკას შტატში ანომალიურ სიცხესა და ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე 800 ათასი ჰექტარია დამწვარი.
25 აპრილიდან 28 ივნისის პერიოდში შტატში ყოველდღიურად ჰაერის ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელს აღემატება, რაც შტატისთვის დამახასიათებელი არ არის.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰაერის ასეთი ტემპერატურა უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ანომალიურმა ტემპერატურამ ადამიანებისა და ცხოველების ცხოვრების ჩვეული რეჟიმი შეცვალა. მაღაზიებში ვენტილატორები და კონდიციონერები აღარ იშოვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები