ესპანეთში რკინიგზელების გაფიცვაა – გაუქმებულია 700-ზე მეტი რეისი

ესპანეთში, რკინიგზელთა გაფიცვის გამო, რკინიგზის სახელმწიფო ოპერატორმა Renfe-მ ასობით რეისი გააუქმა.
Associated Press-ის ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ 700-ზე მეტი გადაზიდვა ვერ მოხერხდება.
დასაქმებულთა ფედერაცია გაფიცვებს 14, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერსაც გეგმავს.
გაფიცვა ორ ეტაპად მიმდინარეობს, თითოეული მათგანი 4 საათს გრძელდება.
გაფიცულები ითხოვენ, რომ მოხდეს თანამშრომლების დამატება, რადგან საქმეს ვერ აუდიან, რაც, თავის მხრივ, მომსახურების ხარისხზე ისახება.
სახელმწიფო კომპანია Renfe-ში 14 ათასამდე ადამიანი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები