იენს სტოლტენბერგი რუსეთს მიმართავს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთს კვლავ მოუწოდებს, დაუბრუნდეს „ცივი ომის“ დროინდელი სარაკეტო შეთანხმების შესრულებას.
ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
მისი თქმით, ევროპული უსაფრთხოების ეპოქალური შეთანხმების მოქმედება დასასრულს უახლოვდება, რადგან 2 აგვისტოს აშშ შეთანხმებიდან ოფიციალურად გავა.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2 აგვისტომდე უნდა მოასწროს რაკეტების განადგურება.
„ვხედავთ შეთანხმების დასასრულს, მაგრამ კვლავინდებურად მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს მის შესრულებას და ამით გადაარჩინოს ის“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
აშშ-მა თებერვალში საშუალო და ნაკლები სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის პროცესი დაიწყეს. შეთანხმება 1987 წელს საბჭოთა კავშირთან დაიდო. ვაშინგტონი მოსკოვს ბრალს შეთანხმებასთან შეუთავსებელი რაკეტების შემუშავებაში ადანაშაულებს, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.
ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო „ყველაფერს გააკეთებს, რომ შეკავებისა და თავდაცვისთვის საჭირო ძალა ჰქონდეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები