რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 6.8 %-ით შემცირდა
რუსეთის მიერ საავიაციო სანქციების დაწესებიდან მესამე კვირაში ტურიზმის დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა.
გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 6.8%-ით შემცირდა, ნაცვლად 13.5%-იანი და 21.4%-იანი შემცირებებისა წინა 2 კვირაში. „თიბისის“ კვლევის თანახმად, მართალია, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების კლება ისევ მკვეთრი იყო, თუმცა, განსხვავებით წინა კვირებისაგან, რუსეთიდან სახმელეთო გზებით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. გაიზარდა ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაც.
მთლიანობაში, კვირის განმავლობაში ყველა ქვეყნიდან ვიზიტორების წლიური ზრდა 3.7%-ით განისაზღვრა, ნაცვლად წინა კვირის 2.1%-იანი მატებისა.