დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი? – პრაიმერიზამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პრაიმერიზამდე 6 თვე რჩება, როდესაც პარტიები კანდიდატებიდან იმ პირს დაასახელებენ, რომელიც 2020 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებს.
დემოკრატიულ პარტიას 20 წარმომადგენელი ჰყავს; თუმცა, კვინიპეკსკის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი – ჯო ბაიდენი ლიდერობს.
ბაიდენს გამოკითხულთა 34% უჭერს მხარს. მას მოსდევს ელისაბეთ უორენი 15%; კამალა ხარისი 12% და ბერნი სანდერსი 11%.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენს დიდი შანსი აქვს, არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხოს. ამ შემთხვევაში, ტრამპი აღმოჩნდება უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში მხოლოდ ერთი ვადით დარჩება.
ამავე გამოკითხვით, ტრამპის დამარცხების შანსი ბერნი სანდერსაც აქვს, თუმცა ისეთი უპირატესობით არა, როგორც ბაიდენს.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა უკვე ორი სატელევიზიო დებატი გამართეს.
დებატებში მონაწილეობის ძირითადი კრიტერიუმებია: კანდიდატებმა, სულ მცირე, 65 ათასი ამერიკელის შემოწირულობა უნდა მიიღონ და სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის 1%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ.
მომდევნო ტურში პირობები მკაცრდება: აქ აუცილებელია 130 ათასი ამერიკელის შემოწირულობის მიღება და 4 სხვადასხვა გამოკითხვაში 2%-ანი ბარიერის გადალახვა.
მედია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ამ კრიტერიუმებს პასუხობს 7 კანდიდატი: ბაიდენი, ხარისი, სანდერსი, უორენი, ბუტიჯიჩი, ბუკერი და ო’რუკი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები