ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს იწყება. როგორც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
„დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ეს არის ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დაუკავშირდება მარშალ გელოვანს. ეს ჩამოსასვლელი გზა, კონკრეტულად, „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსს“ შორის გაივლის. ის 2 კმ-ის სიგრძის იქნება, ოთხზოლიანი ბეტონის გზა მოეწყობა ამსველ-ჩამომავლელი ორ-ორი ზოლით. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების ქსელის მოწყობას.
​15 მლნ. ჯდება ამ პროექტის განხორციელება, შვიდი თვე დასჭირდება სამუშაოებს. დღეს უკვე შეგვიძლია, ადგილზე მივიდეთ და ვნახოთ სამუშაოების დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტის განხორციელება ქალაქში იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და ავტომობილების გადაადგილება იყოს თავისუფლად შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები