ივნისში ექსპორტი 11,5 %-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4,9 %-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა.
ივნისის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების) ბრუნვამ 6.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედა ექსპორტის 11.5%-იანმა ზრდამ, ასევე, იმპორტის 4,9% -ით შემცირებამ. ივნისში საქართველომ ექსპორტზე 307.2 მლნ.აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა. იმპორტმა 668 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები