დონალდ ტრამპმა განმარტა, თუ რატომ არის აქტიური Twitter-ში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, Twitter-ში მისი აქტიურობა უკავშირდება იმას, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ასეთი ფორმა მას ჟურნალისტებისგან იცავს.
„ეს ჩემთვის თავდაცვის ერთადერთი ფორმაა. მედია ობიექტურად რომ მაშუქებდეს, ეს არ დამჭირდებოდა“, – განუცხადა ტრამპმა C-Span-ს.
ამერიკის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის 2,5 წლის განმავლობაში მედიის მუშაობა მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო.
„ისინი არაკორექტულად მაშუქებენ, აქედან მოდის ტერმინი „ფეიკ ნიუსი“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი მედიის მიმართ ღია კრიტიკით გამოირჩევა. აშშ-ის ლიდერი ხშირად აცხადებს, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი მის საქმიანობას არაკეთილსინდისიერად აშუქებს.
ასე, მაგალითად, აპრილში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ New York Times-ს მისთვის ბოდიშის მოხდა მუხლებზე დაჩოქვით მოუწევს, რადგან გამოცემამ დაწერა, რომ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ გაბედული ნაბიჯები არ გადაუდგამს. მასალაში სხვა თემებიც იყო გაკრიტიკებული.
ტრამპმა კი Twitter-ში დაწერა – „მაინტერესებს, მოიხდის თუ არა New York Times მეორედ ბოდიშს, როგორც მან ეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთა. თუმცა, ამჯერად, მათ მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევთ. ისინი ხალხის მტრები არიან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები