ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ფხენიანმა ჰოდოს ნახევარკუნძულზე ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ინფორმაციას მედია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაშვების შემდეგ რაკეტებმა 250 კმ იფრინეს და ზღვაში ჩავარდნენ.
თეთრ სახლსა და პენტაგონში რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.
25 ივლისს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი მოდელის ორი რაკეტა გამოსცადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები