უნგრეთის მთავრობა წყვილებს მესამე ბავშვის ყოლისთვის 30 590 ევროს სთავაზობს

უნგრეთის მთავრობა წყვილებს მესამე შვილის ყოლისთვის 30 590 ევროს გადაუხდის.
საუბარია პროგრამაზე, რომელიც ივლისში ჩაეშვა. პროგრამის მიხედვით, დაქორწინებულებს უპროცენტო კრედიტს მისცემენ.
ამასთან, მთავრობა თანხის მიზნობრიობას არ გააკონტროლებს.
Euronews აღნიშნავს, რომ, ევროკავშირის სხვა წევრი-ქვეყნების მსგავსად, უნგრეთში მუშა ხელის დეფიციტია.
შესაბამისად, პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს მოსახლეობის ზრდის წახალისება.
კრედიტის მისაღებად წყვილები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა პასუხობდნენ: უნდა იყვნენ ქორწინებაში; ერთ-ერთი მეუღლე აუცილებად პირველ ქორწინებაში; ცოლი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე.
პროექტის ჩაშვებიდან, ანუ 1-ელი ივლისიდან 15 ივლისის პერიოდში კრედიტი 2 400-მა ოჯახმა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები