აშშ ავსტრალიაში სამხედრო ბაზას ააშენებს

აშშ-ში ავსტრალიის ჩრდილოეთით სამხედრო საზღვაო ძალების ბაზის მშენებლობის პროექტი მომზადდა. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მერის პეინმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი $ 211,5 მლნ. ღირებულების პროექტს დაამტკიცებს, აშშ კიდევ ერთ ბაზას ააშენებს.
მერის პეინი აღნიშნავს, რომ ობიექტების მშენებლობა აშშ-სა და ავსტრალიის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე მოხდება – „შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ“.
მანამდე, ავსტრალიურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც სამხედრო ბაზა ქალაქ დარვინში აშენდება, სადაც ამერიკული ბაზა უკვე არსებობს.
ავსტრალიის ტერიტორიაზე აშშ-ს კიდევ რამდენიმე ბაზა აქვს, რომელიც დასავლეთში, აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
მედია აღნიშნავს, რომ დარვინში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაფართოება ამერიკელებს მისცემს შესაძლებლობას, პორტი გააკონტროლონ, რომელიც 2015 წლიდან, სალიზინგო შეთანხმების საფუძველზე, 99 წლით ჩინურმა კომპანიამ აიღო.
თავის დროზე, ჩინურ კომპანიასთან დადებული შეთანხმება აშშ-ის მხრიდან კრიტიკის საგანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები