სახლების გაქირავების გამო,​ პრაღიდან რუსი დიპლომატი გამოაძევეს

პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, ალექსანდრე ტერენტიევი ჩეხეთს აგვისტოში დატოვებს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ჩეხეთის საგარეო უწყება მარტიდან ითხოვდა.
რუსეთის საელჩოსთან მოლაპარაკება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრშიჩეკმა გამართა.
მარტის დასაწყისში ჩეხური მედია წერდა, რომ პრაღაში რუსეთის საელჩო ორასამდე კერძო სახლს პრაღის ოთხ რაიონში აქირავებს, რომელიც რუსი დეპლომატებისთვის არის განკუთვნილი.
ოთხ სახლში ბინები ჩეხეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და შეთავაზებულია რუსეთის საელჩოსთვის ჯერ კიდევ 1989 წელს.
ამ ბინებში მცხოვრებლები, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან და სახლებს უკვე წლობით ქირაობენ. საცხოვრებელ სახლებს, ასევე, მთავრობათაშორისი შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის საელჩოც აქირავებდა.
ამასთან, მდგმურებს ხშირად დოკუმენტები არ გააჩნდათ და საფასურს ნაღდი ანგარიშსწორებით იხდიდნენ, რაც ჩეხეთის კანონით იკრძალება.
მომხდართან დაკავშირებით ჩეხეთის საგარეო უწყებამ ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა პროტესტი და რუსეთის საელჩოს მოსთხოვა, ალექსანდრე ტერენტიევი მოსკოვში გაეწვიათ. სწორედ ტერენტიევია ის დიპლომატი, რომელიც, უშუალოდ, ფულს იღებდა, ასევე, ის ბრალდებულია მდგმურების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები