პრეზიდენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა, სადაც ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რომელიც საინტერესოა ტურისტების ახალი სამიზნე სეგმენტებისთვის.
„ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელიც საინტერესოა ტურისტების ახალი სამიზნე სეგმენტებისთვის. შევეხეთ სამედიცინო-გამაჯანსაღებელი, საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ახალი ტურისტული შეთავაზებების ჭრილში“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.